“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნის შემდეგ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები მიემგზავრებიან, – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება არა მოსამართლეებმა, არამედ “ქართულმა ოცნებამ” და სასამართლოში არსებული “კლანმა” მიიღო.
ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა გაირკვა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ფლორიდაში 2-თვიან კურსს გაივლიან ქართველი ადვოკატები. ისინი აშშ-ში უკვე გაემგზავრნენ.