spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მთავარი არხის” თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე 2 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია “მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამმუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები “მთავარი არხის” თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

 

აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე პირს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა”, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები