spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.

 

კონფერენციის ორგანიზატორების ვებგვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ სპიკერად არის მოხსენიებული.

 

კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. 

 

ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები