მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა “მიშას სექტორი“ საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
“ჩვენ არ ვიშლებით, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, პირველ ეტაპზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვება და გავიგოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.