ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის – “შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს” ორგანიზატორი მოძრაობა “ნაბიჯია”. მათ თან აქვთ ბანერი წარწერით “ირაკლი გავრილოვიჩი”.
მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მათ ახსოვთ 20 ივნისს ჩადენილი მორალური და სამართლებრივი დანაშაული, როდესაც მან მოღალატეობრივად გავრილოვი ჩასვა იმ სავარძელში, საიდანაც თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.