spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები აქციას მართავენ

“ევროინტეგრაცია უდრის შშმ პირთა დაცულ უფლებებს” – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ადგილზე მათ ბანერები აქვთ წარწერებით – “ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი ევროპულ საქართველოში ცხოვრებაა.

“შშმ პირებს ემუქრებიან სერვისებზე უარის თქმით, სოციალური დახმარების მოხსნით. დღეს შშმ პირებს და საჯარო მოხელეებს ემუქრებიან სამსახურიდან გაშვებით იმის გამო, რომ საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი აზრი. აზრის გამო იდევნებიან ეს ადამიანები. “ქართული ოცნება” რეპრესიებს აბრუნებს საქართველოში” , – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები