spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ლექსო ლაშქარავას ფოტო და მოთხოვნები გაანათეს

მოძრაობა “დროამ” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართა და გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო, წარწერით – “გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები!” კედელზე მიანათა. 

 

“დღევანდელი დღის მერე განსაკუთრებით, როდესაც ეს მოძალადეები შეიკრიბნენ და იგივე გაიმეორეს, ვითომ ტელევიზიები პრობლემაა ამ ქვეყანაში, დახიეს ლექსოს ფოტო და ა.შ. ვერაფრით ვერ დამთავრდებოდა ეს დღე ისე, რომ ამ შენობის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ დიახ, მათ აჩრდილივით სულ თან დაყვებათ ლექსოს ფოტო და მოთხოვნები, რომ გადადგნენ და დაისაჯონ”, – აცხადებს ელენე ხოშტარია. 

 

მისივე თქმით, სანამ შედეგს არ მიაღწევენ, მანამდე ხელისუფლებას ყველგან დახვდება მსგავსი აქციები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები