მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი იქნება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო გიორგობიანი წერს.
“წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში ბევრი კარგი ამბები და დღეები.
დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ”, – წერს გიორგობიანი.
მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.