მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტების გამოძიება და ყველა იმ მოძალადის დაკავება და დასჯაა, რომლებიც “ტვ პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ.
“ტვ 1-ის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!”,-ნათქვამია განცხადებაში.
“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.