spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მტკვარ ჰესის” საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

“მტკვარ ჰესის” საქმეზე “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარდიაშვილმა მიიღო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს საგამოძიებო უწყებასთან შეუთანხმებლად ქვეყნის დატოვება ეკრძალება, იგი ვალდებულია, პასპორტი საგამოძიებო სამსახურს ჩააბაროს და მათ საზღვრის კვეთაზე წინასწარ შეუთანხმდეს.

საქართველოს პროკურატურამ შპს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დღეს, 25 თებერვალს, დილით წაუყენა.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის – სისხლის სამართლის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები