მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაღუპულია 50 წლამდე მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.