spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მურთაზ ხურცილავა იუბილარია

ყველადროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა იუბილარია, მას დღეს 80 წელი შეუსრულდა.

 

მურთაზ ხურცილავა თბილისის “დინამოს” ღირსებას 15 წლის მანძილზე იცავდა. მას ამ გუნდის რიგებში 371 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

 

იგი არის სსრკ-ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი. 10-ჯერ არის დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. 

 

ხურცილავა იყო თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. 

 

სსრკ–ს ნაკრების შემადგენლობაში მან 70 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა

 

ხურცილავა არის მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის მონაწილე და ნახევარფინალისტი, ასევე ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები