15 დეკემბრიდან დანიაში სტუდენტები უნივერსიტეტებში აღარ ივლიან და ლექციებს სახლებიდან, ონლაინრეჟიმში დაესწრებიან.
“ევრონიუსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღეს. დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიკეტა ღამის კლუბები, ბარები და რესტორნები.
პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა, აკრძალა კონცერტები, სადაც 50 ადამიანზე მეტის დგომა არ შეიძლება. ასევე, მისი გადაწყვეტილებით, საკვებ დაწესებულებებში ვინც მაგიდასთან არ ზის – ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს.
ახალი რეგულაციები ქვეყანაში 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.