spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მზადება ბლოკადისთვის – კიევში საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქი ბლოკადისთვის მზად არის და საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს. 

 

ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქი მზად არის, საკვებით უზრუნველყოს კიევში დარჩენილი 2 მილიონი მოქალაქე იმ შემთხვევაში, თუ ვითარება გაუარესდება. 

“ქალაქი ემზადება შესაძლო ქმედებებისთვის ბლოკადის შემთხვევაში. ორი მილიონი კიეველი, რომლებმაც სახლები არ დატოვეს, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მარტო არ დარჩებიან. ქალაქის ხელმძღვანელობამ ბიზნესთან თანამშრომლობით მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მაღაზიები და აფთიაქები გახსნილიყო და ფასები ხელმისაწვდომი იყოს.

გარდა ამისა, დედაქალაქში იხდიან ხელფასს და პენსიებს, ამიტომ კიევის მცხოვრებლებს ვთხოვთ, არა მხოლოდ შეიძინონ ის, რაც სჭირდებათ, არამედ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და და ასევე დაეხმარეთ გარშემომყოფებს.

ქალაქი მადლობას უხდის უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც შეძლეს დიდ და პატარა მაღაზიებს უმოკლეს დროში მიეწოდებინათ ყველაზე საჭირო საქონელი და მოაწყვეს მათი თითქმის შეუფერხებელი მიწოდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები