“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ, როგორც ამაღლობელის ახლობლები და კოლეგები, ისე საელჩოების წარმომადგენლები.
დღევანდელი პროცესი 2024 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის საქმეზე გაიმართა.