“ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამაღლობელი პენიტენციურში დაბრუნება თვითონვე ითხოვდა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ის პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. ის კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.