“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ მოთხოვნით ჟურნალისტები პროკურატურასთან აქციას მართავენ.
მზია ამაღლობელის კოლეგები მას სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ამაღლობელი დღეს იდევნება პოლიტიკური ნიშნით და ის რეჟიმის ქალი პოლიტპატიმარია.
ადგილზე მათ ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით – “შიმშილობის მე-16 დღე”, “თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს”.
პარალელურად, დღეს მზია ამაღლობელის მოსანახულებლად სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმყოფებოდა.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.