spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარი თქვა

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარი თქვა.

სასამართლომ ბრალდებული მზია ამაღლობელის უფლებადამცველების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას მოითხოვდნენ.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.

საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო, იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები