spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნადიმ ხმალაძე – ახალი წესით ჩამაბარეს ორი ჯარიმა ერთ დღეს, სამი სასამართლო პროცესი მაქვს

ახალი წესით ჩამაბარეს ორი ჯარიმა ერთ დღეს, ერთი საათის შუალედით. სამი სასამართლო პროცესი მაქვს, – ამის შესახებ ნადიმ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, იგი 5-ჯერ არის 5 000 ლარით დაჯარიმებული.

“ახალი წესით ჩამაბარეს ორი ჯარიმა ერთ დღეს, ერთი საათის შუალედით. სამი სასამართლო პროცესი მაქვს, ერთი გადაიდო, 17-ში იყო და დღეს პირველად ვარ მოსული ამ ჯარიმებზე. მთლიანობაში, სულ 5-ია. გზის გადაკეტავს მედავებიან რუსთაველზე, 4-5 ათას კაცში ნადიმ ხმალაძეს გადაუკეტავს 5-ჯერ გზა.

ამ აქციების ორგანიზატორი, ვარკვიეთ, ვარკვიეთ და თურმე ყოფილა ირაკლი კობახიძე, ერთი სიტყვა თქვა და ყველაფერი დაიწყო აქედან. რომ არ ეთქვა, ხომ არ იქნებოდა ეს ყველაფერი და არც მე დამაჯარიმებდნენ 5-ჯერ 5 ათასი ლარით. ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით იმ დღეს. მთხოვა, რომ თქვენ ხალხი გიცნობთ და ერთი 5 წუთი დრო მოგვეცით და მერე ჩვენ თვითონ გაგიხსნით გზასო. ამაზე დამაჯარიმეს, ხაფანგი მომიწყვეს. ეს არის ფინანსური ტერორი”, – განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები