spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაძალადევის რაიონში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

რეგიონების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საკონცერტო საღამო თბილისში, ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. რაიონის მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე და შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

“მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ჯგუფმა „ქუჩის ბიჭები”, მარიკო ებრალიძემ, სალომე ბაკურაძემ, გია ნიკოლაძემ და ნინუცა ბედიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები