შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან 2 მკურნალობს ჩვენს კლინიკაში, 8 გაეწერა. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ, – ამის შესახებ ბოლნისის კლინიკის ხელმძღვანელმა ოთარ ქებაძემ ბოლნისის ინციდენტის შემდეგ დაშავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ორიდან ერთი გადაყვანილია პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება დაკვირვების დარბაზში.
“შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან 2 მკურნალობს ჩვენს კლინიკაში, 8 გაეწერა. სხვადასხვა ტრავმებით გაეწერნენ და მიეცათ რეკომენდაცია ბინაზე შემდგომი მკურნალობის. ორიდან ერთი გადაყვანილია პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება ჩვენთან დაკვირვების დარბაზში და ცოტა ხანში ალბათ, მასაც გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ”, – განაცხადა ექიმმა ოთარ ქებაძემ.
გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.