spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან. რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღეს მას პირადად დაუკავშირდა იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, რომელმაც განუმარტა, რომ პრემიერთან საკითხს დღეს განიხილავენ და პასუხი პარასკევს არ გადაცილდება.

გოლეთიანი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კორონავირუსთან დაკაშირებით დამატებით რეგულაციებს დააწესებს და "რიონის მცველებს" პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება არ ექნებათ, შეიქმნება განცდა, რომ ხელისუფლება დროს ხელოვნურად წელავს.

"როგორც, იცით ჩვენ ვთქვით, რომ გონივრული ვადა ამოიწურა და უკვე ვითხოვთ ხელისუფლებისგან პასუხს. დღეს თავად დამიკავშირდა გუბერნატორი და თქვა ასეთი რამ: გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერი იზოლაციიდან გუშინ გამოვიდა, პრეზიდენტ მიშელს შეხვდა, არ ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ ჩვენი საკითხები მასთან გაევლოთ. ჩვენ რისი თქმა გვინდა: ეს დრო, რომელიც ახლა გადის და რომელიც ამოიწურა გონივრული ვადა, არ მუშაობს მათთვის და დღესაც, რწმუნებულსაც დავუკავშირდი მე თვითონ, გუბერნატორთან საუბრის შემდეგ და მასაც ვუთხარი ჩვენი პოზიცია, რომ თუკი ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები მიმდინარე კვირაში, ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ ჩვენამდე, ან თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს ბუნებრივია, გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად, შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა თავისუფლად პროტესტის ჩატარების შესაძლებლობა. მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება განხილვა პრემიერთან ამ საკითხის და მათგან პასუხი პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადაცილდება. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით პარასკევს.

ჩვენ, პირველ რიგში, ველოდებით პირობების შესრულებას მათგან, რაც გულისხმობს იმას, რომ გადავადგილდეთ ნამახვანში, შევძლოთ იქ როგორც ვიყავით, პროტესტის გაგრძელება, ამასთან ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეწყდეს ხეობაში, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ბუნებრივია, დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ და წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით. იქნება აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან გამოვა ხალხი თავთავიანთ სივრცეში. იგეგმება გარკვეული პიკეტირებებიც, რომელსაც დამოუკიდებლად გეგმავს ხალხი და შემდეგ უკვე, ყველა ერთად გადავინაცვლებთ დედაქალაქში"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

რიონის ხეობის მცველების პროტესტი თითქმის 6 თვეა, გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები