spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. ახლადდანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. წარდგენას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა. 

 

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან-დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

 

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები