არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პილიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მათი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევა და გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევა სახელმწიფოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
“საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს ყოველწლიურად არჩევნების პირობებში. გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევას, ეს ოპოზიციური პარტიები ვერასოდეს დაეთანხმებიან იმ კანდიდატს, რომელსაც ხელისუფლება შესთავაზებს. ანუ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერასდროს შეთანხმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 90 ხმით გენერალური პროკურორის არჩევა ვერ მოხდება“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.