spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნანა კაკაბაძე – გახარიამ დაარტყა “ქართულ ოცნებას” “ნაცმოძრაობის” და მთელი ოპოზიციის სასარგებლოდ

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, იმის გასარკვევად, რატომ გადადგა გიორგი გახარია, საჭიროა ვუპასუხოთ კითხვას – ვინ იხეირა მისი გადადგომით?

 

“გიორგი გახარიას  სახელისუფლო იერარქიაში  უმაღლესი თანამდებობა ეკავა. ის იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, რომლის საქმიანობასაც ყოველთვის ჰქონდა უდიდესი პიარ მხარდაჭერა პარტიის მხრიდან.

 

გახარიას უცაბედი გადადგომა პრემიერ-მინისტრობიდან და პოლიტიკიდან წასვლა, ყველა შემთხვევაში, იქნებოდა მოულოდნელი და საზიანო ხელისუფლებისთვის. მაგრამ მისმა ოპოზიციაში გადანაცვლებამ კიდევ უფრო დაძაბა პოლიტიკური ვითარება და გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვები.

 

გახარიას მიერ გაჟღერებული მოტივი, რომ მას პრემიერობის დროს არ ეძლეოდა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების საშუალება, არადამაჯერებელია. პირიქით, მის მიერ კლუბ „ბასიანსა“ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების გათეთრებას,ქართული ოცნების პიარი ყველანაირად ცდილობდა.

 

ფაქტია, რომ გადადგომისთვის შერჩეულმა დრომ და ფორმამ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხა წყალი. 

 

გახარიას მტკიცება, რომ   ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამ გააუარესა ურთიერთობა დასავლეთთან, წინააღმდეგობაში მოდის მისივე საყვედურებთან „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ დღეს მელია ციხეში უნდა იჯდეს და ოცნებამ ის ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად აქციაო.
გახარიას მიერ პირველად გაცხადებული ვერსია, მელიას მიზეზით გადადგომის შესახებ, მან მალევე უარყო ინგა გრიგოლიასთან ეთერში და განაცხადა: თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ მელიას გამო გადავდექიო? და გადადგომაში „ქართული ოცნების” “ბოსები“ დაადანაშაულა.

 

ამჯერადაც იცრუა ყოფილმა პრემიერმა, რადგან ის კი არ გადადგა, არამედ ოპოზიციაში წავიდა. 

 

იმის გასარკვევად, თუ რატომ გადადგა გახარია, საჭიროა ვუპასუხოთ კითხვას – ვინ იხეირა მისი გადადგომით?  „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით სერიოზული საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა და რომ არა მელიას დაკავების  სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა, ოცნებაც და ხელისუფლებაც ჩამოიშლებოდა. 

 

ნაც-მოძრაობა  ამ გადადგომას ყიჟინით და აჟიოტაჟით შეხვდა. 

 

გახარიამ  ახალი პარტიის შემადგენლობა ძირითადად “ოცნების” გუნდიდან  დააკომპლექტა, რამაც რეალური გახადა მეორე ტურის ჩატარება.აქედან გამომდინარე, გახარიამ დაარტყა “ქართულ ოცნებას” “ნაცმოძრაობის” და მთელი ოპოზიციის სასარგებლოდ”, – აცხადებს კაკაბაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები