ტელეკომპანია TV24 არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა ნანა ლეჟავამ დატოვა. ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი იმედა დარსალია ადასტურებს.
მისი თქმით, ლეჟავას გადაწყვეტილების მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკა არ არის.
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი “რადიო თავისუფლებას” უდასტურებს ინფორმაციას, რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა უარყოფს, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ.
TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის და მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა.
ამ დრომდე ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და ერთი პოლიტიკური ტოქშოუ გადის.