ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ნაპოვნი ოთხი გარდაცვლილიდან ერთი ბავშვია.
ამ დროისთვის სამი ცხედარი უკვე ამოსვენებულია, ერთის ამოსვენების პროცესი კი ახლა მიმდინარეობს.
მაშველების მიერ გადარჩენილი ორი ადამიანიდან ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი, განსაკუთრებით მძიმეა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც გული 4-ჯერ გაუჩერდა.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება.