არ მიკვირს ირაკლი კობახიძის განცხადებები, მე მიკვირს როგორც იქცევა “ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შიმშილობის აქციით ხელისუფლებას დისკომფორტს ვერ შეუქმნიან. პარტიამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ქუჩის აქციები უნდა გამართოს.
“არ მიკვირს ირაკლი კობახიძის განცხადებები, მე მიკვირს როგორც იქცევა “ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც იმდენი დრო დაჭირდა რომ ეფიქრა, რა რეაქცია ჰქონოდა.
ჩემი პატივისცემა ანა წითლიძეს, მე ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ღმერთმა ქნას, 4 დღეში საავადმყოფოში გადასაყვანი არ გახდეს, დასაფასებელია, რომ სამმა კაცმა აირჩია შიმშილობის გზა. მე მგონია, რომ ახლა შიმშილობის დრო არ არის, გამოვიდნენ და დაანონსონ, რომ ქუჩაში ბრძოლას იწყებენ, დაანონსონ აქციები, არ ვიცი, “ვივამედთან“ გავხსნათ კარვები და გადავიდეთ იქ, დისკომფორტი შევუქმნათ. მე რომ შიმშილობა დავიწყო ამით დისკომფორტი არავის შეექმნება… მე ველოდები, რომ გამოვლენ იმ პარლამენტიდან“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.