spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

12 ნაფიცმა მსაჯულმა გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

 

ნაფიცი მსაჯულები საქმეზე თითქმის 24-საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

მოკლული 28 წლის თამაზ გორთამაშვილის ახლობლები ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

 

მერაბ კობიაშვილის ბრალი მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

 

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. 

 

ყოფილი სამხედრო დაკავების დღიდან აცხადებდა, რომ მან მხოლოდ თავდაცვის მიზნით ისროლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები