პროკურატურამ ე.წ. კრებსების საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დაზარალებულად ცნო.
საქმე ეხება ფარულ მოსმენებს. სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ ერთ-ერთ ჩანაწერში გაშიფრულია ნატა ფერაძის სახლში, მისი და ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის საუბარი, რომელიც სასულიერო პირის მხრიდან ტრანსგენდერების დახმარებას უკავშირდება.
“ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი გრძნობაა, რომ სამართალი თითქოს ცდილობს, რაღაცნაირად იზეიმოს. უამრავი ადამიანია, ვინც ამ კრებსებში იყო და სავარაუდოდ, ყველა უნდა იყოს ცნობილი დაზარალებულად. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენი კრებსები არ გამოუტანიათ”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.