spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატა ფერაძე – რა საჭირო იყო სლოგანი ახალ წელს? ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული, საბჭოთა მეთოდიკა

რა საჭირო იყო სლოგანი ახალ წელს? ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული, საბჭოთა მეთოდიკა, – ამის შესახებ  სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დღეს თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი სწორედ ხელისუფლების მიერ ახალი წლის პოლიტიზირება გახდა. 

 

“რა უბედურებაა ახალი წლის პოლიტიზირება?!  რა საჭირო იყო სლოგანი ახალ წელს? ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული, საბჭოთა მეთოდიკა,  ეს არის ახალი წლის „მოპარვა“.  დადგი ნაძვის ხე და მიიყვანე თოვლის პაპა და ვინც გინდა, გაერთონ, ბავშვებსაც მიიყვან, მაგრამ ის, რომ ჩვენც მარაზმში გადაგვაგდეს იმით, რომ ჩვენც  დაგვჭირდა საახალწლო სლოგანების შერჩევა, რომ არ შეგვრცხვენოდა იმ უკრაინელ მეგობრებთან,  რომ იქ წერია – “თბილისი მშვიდობის ქალაქი“. რა მშვიდობის ქალაქი? დღეს მოიპარეს გარდაცვლილი მეომრების ფოტოები და გაარბენინეს“, – განაცხადა ნატა ფერაძემ. 

 

პარლამენტთან განთავსებული უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოები  საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით  მერიამ  გმირთა მოედანზე დროებით გადაიტანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები