spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატალი ლუაზო – საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართული და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ

მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართული და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ. ამიტომ, მსურს, რომ ამაზე დებატები აქ, პარლამენტში გავმართოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ახლა საქართველოში ბევრს ელიან ევროკავშირისგან, სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ამაზე სალაპარაკოდ დრო ვერ გამონახა.

“მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართული და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ. ამიტომ, მსურს, რომ ამაზე დებატები აქ, პარლამენტში გავმართოთ. რაც ახლა საქართველოში ხდება, ვგულისხმობ პროტესტებს, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხს, ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ამაზე სალაპარაკოდ დრო ვერ გამონახა. ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილად იქცეს”, – განაცხადა ლუაზომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები