ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე, მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკოს არ აქვს არც უფლებამოსილება და არც წვდომა, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე, რაც არ განეკუთვნება მის უფლებამოსილების ფარგლებს.
“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული. ცესკოს არ აქვს არც უფლებამოსილება და არც წვდომა, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე, რაც არ განეკუთვნება მის უფლებამოსილების ფარგლებს.
ეს ცნობილია დაინტერესებული მხარეებისთვის და ალბათ, სწორედ ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად გაავრცელეს დოკუმენტი თითქოს, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში ვინმე ალექსანრდ მალკევიჩთან ერთად რუსეთში სწავლობდა. მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
26 ოქტომბერს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ არის. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.