spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია ჯულაყიძე – ალეკო ელისაშვილი ბიძად მეკუთვნის, დისკრიმინაციულ განცხადებას თუ გააკეთებს, პირველი ვიქნები, ვინც გააკრიტიკებს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.

 

“ტვ პირველთან” ინტერვიუში ნათია ჯულაყიძეც ადასტურებს, რომ ის ელისაშვილის დისშვილია. 

 

“მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო ბიძად მეკუთვნის, [მისი დისშვილი]. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, რომ მე ლევანთანაც წლები განმავლობაში ვმუშაობდი, არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი ვეხმარებოდი და მერე როგორც რიგითი წევრი ვიყავი პარტიის, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი”, – განაცხადა ჯულაყიძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე – ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს გააკრიტიკებს თუ არა ჯულაყიძე ელისაშვილს, მან განაცხადა, რომ იქნება პირველი, “ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს”.

 

“აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ პირველ რიგში ალეკოს იმიტომ, რომ ოდესღაც სადღაც ერთი და იგივე ღირებულებებს ვიცავდით და რავიცი ნებისმიერ ადამიანს. ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა, რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი არ შემიშლის პირიქით, ძაან ასეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, ვიქნები პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს”, – აცხადებს “ტვ პირველთან” იოსელიანის მოადგილე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები