spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ამ ინსტრუმენტებს ისინი აუცილებლად გამოიყენებენ

ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვთ ძალიან მძლავრი სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტები და მე ვფიქრობ, რომ დროის ამბავია, ეს იქნება არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ამ ინსტრუმენტებს ისინი აუცილებლად გამოიყენებენ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირისგან საქართველოს მისამართით არა მარტო გაფრთხილებებს, არამედ ქმედით ნაბიჯებსაც უნდა ელოდონ.

“ჩვენ უფრო მწვავე განცხადებებსა და ნაბიჯებსაც უნდა ველოდოთ. ჩვენ ვნახეთ აშშ-ის არა მხოლოდ გზავნილები, არამედ ქმედებები. ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის არა მხოლოდ გზავნილები, არამედ ქმედებები, როგორიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების შეჩერება.

ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვთ ძალიან მძლავრი სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტები და მე ვფიქრობ, რომ დროის ამბავია ეს იქნება არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ამ ინსტრუმენტებს ისინი აუცილებლად გამოიყენებენ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, გააფრთხილოს საქართველო, რომ “ქართული ოცნება” საფრთხეს უქმნის ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები