spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – არჩევნების შედეგები, ბუნებრივად, იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, რადგან ჰქონდა სისტემური ხასიათი

არჩევნების შედეგები, ბუნებრივად, იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, რადგან, ამ ყველაფერს ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური ხასიათი, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში დადუმებული იყო სახალხო დამცველიც, ცესკოს თავმჯდომარეც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც და საქართველოს პროკურატურაც.

“არჩევნების შედეგები, ბუნებრივად, იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, რადგან, ამ ყველაფერს ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური ხასიათი. ჩვენ გასული კვირების განმავლობაში, საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ რეგიონებიდან მოდიოდა ცნობები, რომ მასიურად ართმევდნენ ადამიანებს პირადობის მოწმობებს იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი პირადობის გარეშე დაეტოვებინათ სახლებში და მათი პირადობის მოწმობების გამოყენებით, სხვა ადამიანებს მიეცათ უბნებზე ხმა. ჩვენ არ გვქონდა ამის მტკიცებულება, თუმცა, დღეს ჩვენ მოვიპოვეთ და დადასტურდა, რომ სხვა ადამიანების პირადობებით, სხვა ადამიანები აძლევდნენ ხმას. რაც შეეხება მეორე სისტემურ დარღვევას, გახლავთ მოსყიდვები, რის გამოც “ოცნება“ თავს დაგვესხა, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ საუბარი შევწყვიტოთ. კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები გაეგზავნა ყველა დამკვირვებელს, თუ, როგორ არიგებდნენ მიკროავტობუსებით ჩამომდგარი „ოცნების“ ხალხი და ფულის დარიგების ვიდეო საზოგადოებას წარვუდგინეთ.

შემდეგი დარღვევა გამოვლინდა ახლახან, გადახაზულ და გაბათილებულ ბიულეტენებს უთვლიან „ოცნებას“ და ეს ხდება ყველა უბანზე. აი ამ წუთებში, ხმების გადათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს, 90-იანები დააბრუნა „ოცნებამ“, რადგან უფრო კარგად გაეყალბებინა ხმები. დღის განმავლობაში ათეულობით ფაქტი დაფიქსირდა, სადაც „ოცნება“ არიგებდა ბიულეტენებს, სადაც, წინასწარ „41“ იყო მონიშნული. ამ წუთის მონაცემებით, 50-მდე საჩივარია ჩვენგან ცესკოში შეტანილი. ოპოზიციის ბიულეტენები რომ გაეფუჭებინათ, ასეთი მეთოდები მოიფიქრეს. დილის 8 საათიდან დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, რომ ერთ ამომრჩეველს აძლევდნენ 2 ბიულეტენს. მე დიდი იმედი მაქვს, დღეს რომ ცესკოს თავმჯდომარე გამოვიდა და ოცნების საქმე გააკეთა, ამ ყველაფერზეც მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას. ყველა უბანზე მობილიზებული იყვნენ ქუჩის ძველი ბიჭები და ადამიანზე ახდენდნენ მობილიზებას, საარჩევნო უბნების ჩაშლას. ადამიანებს ყრიდნენ უბნებიდან, ეს ადამიანები რეკავდნენ პოლიციაში და პოლიცია არ რეაგირებდა. დღის განმავლობაში დადუმებული იყო სახალხო დამცველიც, ცესკოს თავმჯდომარეც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც და საქართველოს პროკურატურაც. ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები