spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში

ჩვენი ამომრჩეველი არ  არის მხოლოდ “ოცნებაზე” განაწყენებული, არამედ ჩვენი ამომრჩეველი არის ყველა ის მოქალაქე, რომელსაც არ უნდა, რომ “ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში და რომელსაც არ უნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდეს უმრავლესობაში, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა.

“ბიძინა ივანიშვილი და მისი “ოცნება” გაცვდა. ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში და რაც უფრო მეტად გაიაზრებს ამ მარცხს, რომელიც უნდა გავაუქმოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს, მით უფრო გაიზრდება არაადეკვატურობის ხარისხი ხელისუფლების და პირადად, ბიძინა ივანიშვილის.  ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ არაადეკვატურობას, მეტ არაადეკვატურ დაპირებებს, იმიტომ, რომ დღეს “ოცნებას”  დადებითი დღის წესრიგის შექმნის არანაირი რესურსი არ გააჩნია.  ყველაფერს იკადრებენ, ივანიშვილს უკან დასახევი გზა არ აქვს.

ჩვენი ამომრჩეველი არ  არის მხოლოდ “ოცნებაზე” განაწყენებული, არამედ ჩვენი ამომრჩეველი არის ყველა ის მოქალაქე, რომელსაც არ უნდა, რომ “ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში და რომელსაც არ უნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდეს უმრავლესობაში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები