spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – ეს ორი პარტია ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც გამორიცხავს შერიგებას

ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ სკეპტიკურად, რადგან ეს ორი პარტია ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც გამორიცხავს შერიგებას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიცირებული “ეროვნული თანხმობის”  კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ორი მთავარი პოლიტიკური ძალა  მხოლოდ საკუთრი პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს, რაც მუნიციპალიტეტების დონეზეც აშკარად ჩანს. 

“გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც კიდევ ერთხელ მზაობა დააფიქსირა, რომ ამ პროცესს უხელმძღვანელოს, მაგრამ რამდენად შეძლებს ის ამას,  რამდენად რეალისტურია, ამას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ.  რადგან გუშინ შეხვედრა როგორც კი დამთავრდა, “ოცნების” წარმომადგენელი ბატონი კობახიძე გამოვიდა და დააფიქსირა ისეთი რადიკალური განცხადება, რომელიც დასაწყისშივე გამორიცხავს შერიგებას. „ნაცმოძრაობისგან“ გვესმის ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც ასევე დასაწყისშივე გამორიცხავს შერიგებას. 

 

შერიგება არის კომპრომისები, მაგრამ ეს სიტყვა საქმით თუ არ დადასტურდა და ამის  ძალიან კარგი მაგალითია მუნიციპალიტეტები… რეალურად,  ჩვენ ვსაუბრობთ ორ მსხვილ პარტიაზე, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს, მიმდინარე პროცესებს უდგება მხოლოდ ერთი პრიზმიდან – მე,  მე,  მე და არა მოქალაქე, არა სახელმწიფო,  არა კომპრომისები მოქალაქეებისა და სახელმწიფოსათვის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები