spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ეს მან ვერ მოიტანა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან ვერ მოიტანა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იყო კონსენსუსი და თანასწორობა, რაც ვერ მოიტანა ხაზარაძის მხარემ.

“გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან ვერ მოიტანა. როდესაც შედიხარ სხვა პარტიის ნომრის ქვეშ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხომ უნდა მონაწილეობდე?! პარტიის დათმობის საპირწონედ, საუბარი იყო პოლიტსაბჭოში გადაწყვეტილების მიღებაზე, პარიტეტის წესის დაცვაზე. სამი დღის განმავლობაში მან (ხაზარაძემ) ეს არ და ვერ მოიტანა. ჩვენ თანასწორობაზე ვსაუბრობდით, მას უნდა მოეტანა ის, რასაც გვთავაზობდა. ჩვენ მათ შევთავაზეთ ასეთი პრინციპი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიგვეღო, მათ უნდა მოეტანათ თავიანთი ხედვა და კონსენსუსი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები