spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – ხელისუფლება აქტიურად იყენებს მთელ სახელმწიფო მანქანას “საქართველოსთვის“ წინააღმდეგ

“დღეს 58 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ეს არის სიკვდილიანობის კიდევ ერთი მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა. მინდა თანადგომა გამოვხატო ექიმების, ეპიდემიოლოგების და საჯარო მოხელეების მიმართ. სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ქვეყანაში არ შეინიშნება და ეს ტენდენცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელ ხელმძღვანელობას ქვეყნის მართვის და კრიზისებთან გამკლავების არც უნარი გააჩნია და არც კომპეტენცია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც პარტია “საქართველოს” წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების მორიგ ფაქტებს ეხებოდა.

 

“ეს გახლავთ უპასუხისმგებლო, არათანმიმდევრული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებების შედეგი. პრაქტიკულად, მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნოდ პოპულიზმს გადააყოლა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯერ ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნეს, შემდეგ კი ფორმალობად აქციეს იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც კოვიდთან დაკავშირებით იყო ქვეყანაში დაწესებული. არც ერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ უწარმოებია ვაქცინაციის სწორი და ეფექტიანი კამპანია და არ გაუთვალისწინებია პროფესიონალების რეკომენდაციები“, – აცხადებს მეზვრიშვილი.

 

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემურია რომ ასეთი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზეც კი მმართველი გუნდი ეპიდსიტუაციის მართვის ნაცვლად სახელმწიფო უწყებების რესურსებს გახარიას გუნდის მხარდამჭერების დაშინებისა და დევნისთვის იყენებს. 

 

“ორმაგად სამწუხაროა, რომ იმ ფონზე როდესაც ჯერ კიდევ დღესაც შესაძლებელია სწორი მენეჯმენტით გამოსწორდეს სიტუაცია, ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლებას აღელვებდეს ადამიანების სიცოცხლე და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავდეს – ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით და აქტიურად იყენებს მთელ სახელმწიფო მანქანას პარტიის “საქართველოსთვის“ , მისი მხარდამჭერების და კანდიდატების წინააღმდეგ. ეს პროცესი გრძელდება და კიდევ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს“, – აცხადებს მეზვრიშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები