პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
“ხვალ, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით”, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.