spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – მოვითხოვთ “ოცნებისგან”, რომ ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს

“ოცნება” “ზონდერ ჯგუფებს” წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა. მოვითხოვთ “ოცნებისგან”, რომ  ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს, –  ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

“ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ “ოცნება” “ზონდერ ჯგუფებს”  წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა. ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ, თითქოს, მათზე ზრუნვის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში კი მათზე ამნისტიას არ ავრცელებს და ჰუმანურობის საფარქვეშ, ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს.

 

გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა, ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.

 

მოვითხოვთ “ოცნებისგან”, რომ  ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს. მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები