spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – პარტია “საქართველოსთვის“ გაძლიერების პარალელურად იზრდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ჩვენს მხარდამჭერებზე

“პარტია „საქართველოსთვის“გაძლიერების და ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ჩვენს მხარდამჭერებზე.“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

 

მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ პარტიის ოფიციალურად დაარსებამდე დაიწყო, თუმცა თუ იმ ეტაპზე ძირითადად სამსახურიდან გაშვებით შემოიფარგლებოდნენ – უკვე იყენებენ დაშინების, ზეწოლის, ახლობლების დაშინების და კერძო ბიზნესზე ზეწოლის მეთოდებსაც. 

 

“ბოლო რამდენიმე თვეა, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები – საწყის ეტაპზე მხოლოდ თანამდებობებიდან გათავისუფლებას იყენებდა ზეწოლის ინსტრუმენტად, დღეს უკვე, ისევე როგორც ეს ხდებოდა 2011-2012 წლებში – ოპონენტების მიმართ ხელისუფლება აქტიურად იყენებს ბიზნესზე ზეწოლის ოჯახის წევრების დაშინების, ნათესავების, ახლობლების დაშინების მეთოდებს.

 

საწყისი ეტაპიდან განსხვავებით ნიშანდობლივია, რომ დღეს უკვე ხელისუფლებამ ჩართო მთელი სახელმწიფო მანქანა, ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ  პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნებისთვის ხელისუფლება აქტიურად იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა, თუმცა ხაზი გაუსვა რომ ამ უწყებების რიგითი თანამშრომლების მდგომარეობა გასაგებია და მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

 

მისივე თქმით, ახალი და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტენდენცია პოლიციელების და ზოგადად ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა დევნაა. 

 

“დღეის მდგომარეობით ათეულობით საჯარო მოხელეა გათავისუფლებული დაკავებული პოზიციებიდან, როგორც შუა რგოლის მენეჯერები, ასევე რიგითი თანამშრომლები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ახალ ტენდენციას წარმოადგენს პოლიციელების და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დევნა პოლიტიკური ნიშნით. გუშინდელი შემთხვევა არ იყო პირველი შემთხვევა – ბოლო თვეების განმავლობაში ათეულობით პოლიციელი იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. 

 

ნათია მეზვრიშვილმა ზეწოლისა და დევნის კონკრეტული მაგალითებიც წარუდგინა მედიას: მისი თქმით, ქართლში, ერთ-ერთ კანდიდატად დასაყენებელ პირს დაჭერით დაემუქრნენ პარტიის სახელით არჩევნებში  მონაწილეობის შემთხვევაში, სუსის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის შემთხვევები იყო ღონისძიებებისა და საოფისე ფართების პარტიისათვის დათმობის მსურველებზე ბათუმში, შიდა ქართლის ქალაქებში, სენაკში.  გურიაში პარტიის მხარდამჭერის ახლობელი სამსახურიდან გაუშვეს რაკი მან გიორგი გახარიასთან ფოტო გადაიღო. პარტიის მხარდამჭერ ბიზნესმენებს სუსისა და საშემოსავლო სამსახურის მეშვეობით ავიწროებენ. შიდა ქართლში ბიზნესმენს პარტიასთან აფილირების გამო მიწები დაუყადაღეს, აჭარაში ბიზნესმენს 6 თვის განმავლობაში ორჯერ მიაკითხა შემოსავლების სამსახურმა და ა.შ. მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო აპარატი შევიწროების ამ მეთოდებს უშუალოდ პარტიის წევრების წინააღმდეგაც იყენებს და არა მხოლოდ მხარდამჭერების. 

 

„მუდმივად პარტიის ცენტრალური ოფისი კონტროლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მანქანა დგას 24/7-ზე მორიგეობს და ყველა ის ადამიანი, რომელიც საქმიანი ვიზიტით ოფისში შემოდის და გადის და სამსახურში ბრუნდება – ამ ადამიანებზე დასაქმების ადგილზე ხორციელდება ზეწოლა და ამ ყველაფერმა უკვე კერძო სექტორშიც გადაინაცვლა“, – აცხადებს მეზვრიშვილი. 

 

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს მმართველი პარტია გახარიას პარტიის მხარდაჭერის შემთხვევაში სოციალური დახმარების შეჩერებით ემუქრება.

 

„სამეგრელოს რეგიონში – ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან სოფელ-სოფელ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ პარტია საქართველოსთვის ხმა არ მისცეს, ვინაიდან პარტიის წევრებზე უახლოეს მომავალში აპირებენ კომპრომატების გამოქვეყნებას და აი ამით აშინებენ მოსახლეობას. სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობას ასევე ემუქრებიან სოციალური დახმარების შეჩერებით. 

 

განსაკუთრებით მძიმეა რომ რიგითი საჯარო მოხელეების ფეისბუქპოსტებს და ფეისბუქზე ლაიქებს დასდევს ხელისუფლება და ამაში იხარჯება სახელმწიფოს მთელი რესურსი”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები