spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – პარტნიორებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით პარტიის ინიციატივები გავაცანით

“ჩვენ ვაგრძელებთ პარტიის პროგრამული პრიორიტეტების და ხედვების წარდგენას დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის არიან ექსპერტები, ადამიანები რომლებმაც თემა იციან და შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ პროგრამული ხედვის ჩამოყალიბებაში. დღევანდელი შეხვედრების მიზანი გახლავთ, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით პარტიის ინიციატივების გაცნობა, როგორც მართლმსაჯულების ისე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. ყოველთვის ასეთი ინკლუზიური პროცესით ვატარებდით და ვახორციელებდით ხოლმე რეფორმებს – ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა“ – ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა ქუთაისში მედიასთან განაცხადა. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დღეს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პარტიის პროგრამული ხედვები გააცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. 

 

ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობოებს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ფაქტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.  

 

“ამ საკითხებისა გარდა არასამთავრობო სექტორს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენი პარტიის წევრების, მხარდამჭერების და პარტიის მიმართ უბრალოდ ლოიალური ადამიანებისადმი განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მთელ საქართველოში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი აქვს და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ინფორმაცია გავცვალეთ ამაზე  და ვისაუბრეთ ასევე თანამშრომლობის აუცილებლობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით“, – აცხადებს მეზვრიშვილი. პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით მათი პარტიის მხარდამჭერების დევნა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ეს ქართული ოცნების მხრიდან ხორციელდება, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპზე აპელირებით.  

 

“გუშინ მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში ვიზიტისას, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს მოუწყვეს პროვოკაცია. კასპის კოლეჯის დირექტორს იმის გამო დაატოვებინეს თანამდებობა, რომ გახარიას გუნდის მხარდამჭერია. ასეთები ქეისები ყოველდღიურობაა – ასეთი შემთხვევები არის ქუთაისშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც, შიდა ქართლშიც. ოფისების ნაწილში პრობლემების ექმნა  – ბათუმის ქეისი ყველას კარგად გვახსოვს. ანალოგიური მოხდა გორში, ანალოგიური მოხდა შიდა ქართლში სხვა ოფისების გახსნის დროსაც – ეს უკვე იქცა ყოველდღიურობად. ეს ძალიან სამწუხაროა განსაკუთრებულად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესებს აქტიურად ვაკვირდებით წლების განმავლობაში,  სამწუხაროა, რომ ეს მეთოდები პრაქტიკულად ერთი ერთში ჰგავს იმ მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა 2011-2012 წლებში იყენებდა და ძალიან სამწუხაროა ეს გუნდისგან, რომელიც ხელისუფლებაში იმ მთავარი იდეით და მიზნით მოვიდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის ყოფილიყო მათი  პარტიის მთავარი ძირითადი პრინციპი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები