spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში

მოვუწოდებთ  “ოცნებას” და მის პარტიულ ტელევიზია “იმედს”, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან ეროვნულ მაუწყებლებზე ზეწოლაში კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური დაადანაშაულა.

“კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტებად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. დღეს კომისიისა და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად  ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს.

კომისია ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევთ რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათივე დასჯის მიზნით.

კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან გარემოში წარმართვის შესაძლებლობას. პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე, ტელეკომპანია “იმედს ” დაბლოკილი ვყავართ ეთერებში. ეს მაშინ, როცა უდიდეს დროს უთმობენ  “ნაციონალურ მოძრაობას” და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან.

ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის უსამართლო წინასაარჩევნო გარემოს.

მოვუწოდებთ  “ოცნებას” და მის პარტიულ ტელევიზია “იმედს “, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები