spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია თურნავა – საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მოტივაცია უნდა იყოს უფრო მაღალი

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მოტივაცია იყოს უფრო მაღალი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის პროფესიონალები შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, იმის გამო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელფასების ზრდა ვერ მოხერხდა, ამა თუ იმ უწყებაში კადრების გადინება შეინიშნება.

 

“ჩვენთანაც მოწადინებულები ვართ, რომ ახალგაზრდა კადრები შევინარჩუნოთ, მაგრამ გაცილებით ნაკლებ კონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი კერძო სექტორთან შედარებით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი და დროული ინიციატივაა, რომ გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებული ადამიანების მოტივაცია, ვინც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკამოდ სერიოზულ საკითხებს – მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხელფასი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები