spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია თურნავა – შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან

“თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?” – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის მოვლენებზე. 

 

თურნავას განმარტებით, დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს სურთ მთავრობის გადადგომა, მაგრამ “ვერ ეღირსებიან”. 

 

“ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა, ვინც აგრესიაში მონაწილეობდა, სათანადოდ დაისაჯოს. 

 

შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, გადადგეს მთავრობა, იყოს ქაოსი, არეულობა, დესტრუქცია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვერ ეღირსებიან. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი და განვითარება”, – განაცხადა თურნავამ. 

 

მისივე განცხადებით, პრემიერის გადაყენება “რა თქმა უნდა, არ განიხილება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები