spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნატო ჩხეიძე – ოპოზიციის მუშაობა ამ პარლამეტში შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო კომისიების სახით

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით, პარლამეტში ოპოზიციის მუშაობა მხოლოდ საგამოძიებო კომისიების სახით არის შესაძლებელი. 

 

რაც შეეხება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, ჩხეიძე თვლის, რომ წინადადება ჯერ კარგად მომზადებული არ არის და უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

 

“ოპოზიციის მუშაობა ამ პარლამეტში შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო კომისიების სახით. რაც შეეხება უნდობლობის გამოცხადებას, ვფიქრობ, რომ წინადადება ჯერ კარგად მომზადებული არ არის და ამას სერიოზული კონსულტაციები სჭირდება მთლიანად ოპოზიციაში. განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას 5-6 ივლისთან დაკავშირებით, რათა სიმართლე გაირკვეს”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები