უკრაინას სჭირდება “არა მხოლოდ ყუმბარები”, არამედ დამატებითი მობილიზაცია დაღუპულთა და დაჭრილთა ჩასანაცვლებლად, – ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა განაცხადა.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის გასაგრძელებლად უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ იარაღი, არამედ ხალხიც.
“თქვენ არ გჭირდებათ მხოლოდ ყუმბარები, თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც შეცვლიან დაღუპულებს და დაჭრილებს. ეს ნიშნავს მობილიზაციას”, – განაცხადა ბაუერმა.
მან აღნიშნა, რომ ესმის, რომ ხალხის დარწმუნება ადვილი არ არის, მაგრამ, მისი თქმით, აუცილებელია.
“მე მესმის, რამდენად რთულია ხალხის დარწმუნება ლიბერალურ დემოკრატიაში, მაგრამ ვხედავ, რომ ეს იცვლება”, – აღნიშნა მან.