spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნატო რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში არ იბრძოლებს, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სხვა სახელმწიფოზე ღია აგრესიის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის პრინციპი უკრაინაზე არ ვრცელდება, რადგან ის ალიანსის წევრი არ არის.

 

როგორც სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

 

14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 

 

21 ნოემბერს სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები